A School Trip

A School Trip

Sunday, June 17, 2012

ექსკურსია ტანძიასა და ბოლნისის სიონში


პროექტის სახელწოდება:  ექსკურსია ტანძიასა და ბოლნისის სიონში
პროექტის მთავარი იდეა (თემა):  მოსწავლეებმა დაათვალიერონ ტანძიაში სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი, გაეცნონ მწერლის ბიოგრაფიას და შემოქმედებას, ესტუმრონ ბოლნისის სიონს, ინტერნეტში ქართულ და ინგლისურ ენებზე მოიძიონ ინფორმაცია სულხან-საბა ორბელიანზე და ბოლნისის სიონზე,ექსკურსიის მსვლელობისას გააცნონ მოძიებული ინფორმაცია ამერიკელ მასწავლებელს უეინ ჯენსენს, თავისუფალი დრო გაატარონ ინგლისურენოვან გარემოში ამერიკელ მასწავლებელთან ერთად.
პროექტის აქტუალურობა:  თანამედროვე ცხოვრებაში აუცილებელია კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება ახალი ინფორმაციის მოძიების მიზნით, ამასთანავე აუცილებელია ინგლისური ენის შესწავლა და მისი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ ორი მთავარი მიზნის განხორციელების საუკეთესო საშუალებაა ექსკურსიის დაგეგმვა და მოწყობა ინგლისურენოვან მასწავლებელთან ერთად, რომელიც ბევრად უფრო საინტერესოს ხდის ამგვარ ღონისძიებას. ამას გარდა, მშობლებიც დაინტერესებული არიან მათი შვილების ურთიერთობით განსხვავებული ენისა და კულტურის მქონე მასწავლებელთან,  რაც საინტერესოს გახდის მათ ურთიერთობას სკოლასთან და კერძოდ, ინგლისური ენის სწავლების საკითხთან დაკავშირებით.
პროექტის მიზნები: შევასწავლოთ მოსწავლეებს საქართველოს კუთხეები, ისტორიული ძეგლები, გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები, ვასაუბროთ ბავშვები ინგლისურ ენაზე საგაკვეთილო პროცესის გარეთ, რათა უფრო სახალისო გახდეს მათთვის უცხო ენის შესწავლა.
მონაწილეთა ასაკი: 11- 12 წელი, მეხუთე კლასი
ვადები / ხანგრძლივობა: მაისი - ივნისი
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  სლაიდები, კედლის გაზეთები, საინფორმაციო საუბრები, უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარის განვითარება.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი(Microsoft Office Programs ), პროექტორი, პრინტერი, ბიბლიოთეკა, ფოტოაპარატები, ვიდეო კამერა, ფორმატის ფურცლები, მარკერები.
პროექტის  მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები ინტერნეტის და ბიბლიოთეკის საშუალებით მოიძიებენ ინფორმაციას სულხან-საბა ორბელიანზე და ბოლნისის სიონზე, ქართული ენის გაკვეთილზე ამ ინფორმაციას წარმოადგენენ კლასის წინაშე, ინგლისური ენის გაკვეთილზე მოხდება ამ ინფორმაციის ათვისება ინგლისურ ენაზე, მშობლების ხელშეწყობით მოეწყობა ექსკურსია ტანძიაში და ბოლნისში, ხოლო დღის მეორე ნახევარში პატარები დაისვენებენ სუფთა ჰაერზე, მოაწყობენ პიკნიკს და დარჩენილ თავისუფალ დროს გაატარებენ თამაშსა და სპორტულ აქტივობებში.
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა  / ინგლისური ენა / ხელოვნება / ისტ.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  katemasw2@gmail.com
პროექტის ვებ - გვერდი:         katemasw5.blogspot.com